|
2017-03-18 11:27:58, 1299 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში თბილისის კერძო სკოლები ჩაერთნენ
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, საკუთარი ინიციატივით, სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ და სკოლა-პანსიონი „IB მთიები” ჩაერთვნენ. შსს-ს საპატრულო პოლიციის სპეციალურად გადამზადებულმა თანამშრომლებმა აღნიშნული სკოლების უმცროსკლასელებს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილები ჩაუტარეს. მათ მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დეტალურად გააცნეს, ასევე, ქვეითთა უფლებებსა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრნენ. პატრულ-ინსპექტორებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შსს-ს წარმომადგენლებმა მეოთხე-მეხუთე კლასის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
(NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)