2017-03-17 16:59:39, 2566 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში 2, ევროსთან კი, 1 პუნქტით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4817 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5039 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0222 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6720 ლარი ეღირება, დღემდე კი, მისი ღირებულება 2.6844 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან