|
2017-03-17 12:30:55, 1282 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად კიდევ ერთი შესაძლებლობა გამოიყენა. „მნიშვნელოვანია აზერბაიჯანში ვიზიტი და ჩვენს კოლეგებთან მუშაობა, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც არაერთ პროექტს ვავითარებთ. ჩვენ აგრეთვე გვქონდა შესაძლებლობა საერთაშორისო კონტექსტში დაგვეფიქსირებინა ის პოზიციები, რომელიც ქართულ მხარეს აქვს, ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში, მეორე მხრივ, საერთაშორისო ინსტიტუტების უფრო ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ ოკუპაციის და მსგავსი უსამართლობის შემთხვევები ერთობლივი მუშაობით ეფექტურად დაიძლიოს. ჩვენ მოგვეცა ამის დაფიქსირების შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნებთან. იყო ასევე, რამდენიმე პირისპირ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რომლებიც ასე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სწორედ საქართველოს დღის წესრიგის წამოწევაში, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს კონტექსტში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 16-17 მარტს ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილეობდა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)