|
2017-03-16 23:37:54, 1366 ნახვა
საზოგადოება
მენაბდე: გვაქვს ვარიანტი, რომლითაც პრეზიდენტს გარკვეული უფლებამოსილებები შეუმცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში გაეზრდება
პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ზოგიერთ საკითხზე ძალიან მწვავე დისკუსიები გაიმართა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორ მენაბდემ აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისიამ იმსჯელა აღნიშნული სამსახურების კონსტიტუციონალიზაციაზე და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდაზე. "საბოლოოდ ჩვენ გვაქვს ვარიანტი, რომლითაც გარკვეული უფლებამოსილებები პრეზიდენტს შეუმცირდება, თუმცა უფლებამოსილებები, რომელიც დაკავშირებულია შეწყალებასთან, თანამდებობებზე გამწესებასთან შენარჩუნებულია და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება გაიზარდოს. მაგალითად, საუბარი იყო სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე და ანტიმონოპოლიურ სამსახურზე, რომლის კონსტიტუციონალიზაცია შეიძლება მოხდეს და ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია ვერსია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი წარადგენს მათ ხელმძღვანელებს. დღევანდელი განხილვის დროს ამის საწინააღმდეგო მოსაზრებები არ დაფიქსირებულა, თუმცა მხარდამჭერი მოსაზრებები მე მოვისმინე. ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საკითხს პერსპექტივა აქვს და ეს იქნება პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდა კომპლექტაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)