|
2017-03-16 15:54:55, 929 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიდ ჯავად ყავამშაჰიდს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ირანის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკის გაძლიერებაში დიპლომატიის როლის მნიშვნელობა აღნიშნა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ირანს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ირანთან მეგობრული ურთიერთობების განვითარება საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირებიც განაპირობებს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ირანის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)