|
2017-03-16 15:20:27, 2191 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრების ფორმატში, დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესსექტორთან ამგვარი შეხვედრების მიზანია, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, კოდექსში არსებული ბუნდოვანი მუხლებისა და რეგულაციების დაზუსტება. შეხვედრაზე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა დასვეს ის შეკითხვები და წინადადებები, რომელიც უკავშირდებოდა როგორც მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს, ისე კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ნორმებს. მხარეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება უფრო გამარტივდეს და დაიხვეწოს საგადასახადო ადმინისტრირება გადასახადის გადამხდელებისთვის. ამერიკის სავაჭრო პალატის მხრიდან გამოთქმულ კონკრეტული წინადადებებზე, ისე როგორც სხვა ბიზნესგაერთიანებების შენიშვნებზე, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და ბიზნესიდან მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით მომზადდება საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბარათაშვილი, შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი. გასულ კვირას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ბიზნეს ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და საბანკო ასოციაციის წევრებს.
(NS)
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)