2015-04-03 18:35:06, 315 ნახვა
პოლიტიკა
გოკა გაბაშვილი: გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალია
„გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე და პირადი მძევალია“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 9 თვის გასვლის შემდეგ უგულავა ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობაში დატოვა.
„გიგი უგულავა რა თქმა უნდა არის პოლიტიკური პატიმარი და არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი, მაგრამ ამ უკანონობასაც აქვს ზღვარი. გავიდა 9 თვე და დღეიდან ყოველ დღიურად სანამ გიგი დარჩება პატიმრობაში, ის არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და მისი პატიმრობა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საქართველოს კონსტიტუციის განაჩენის გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, ბრალდებული პატიმრობაში შეიძლება იყოს მხოლოდ 9 თვე, ეს 9 თვე არის გასული და სანამ გიგი რჩება ციხეში ის არის ივანიშვილის პირადი ტყვე, პირადი მძევალი და რა თქმა უნდა ის არის პოლიტიკური პატიმარი, რა თქმა უნდა მისი პატიმრობის გახანგრძლივება სრული უკანონობა ,რასაც ადასტურებენ საერთაშორის ორგანიზაციები. მათი განცხადებები, იყო აშშ-ს საელჩოს განცხადება, ევროსაბჭოს წარმომადგნელების განცხადება, ევროპარლამენტის განცხადება, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგნელების განცხადება ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა გაბაშვილმა.
ამასთან ბრიფინგზე, გოკა გაბაშვილმა დასძინა, რომ ხელისფლება დაკავებულია ოპონენტების დევნით, მათი აღსრულებით, ქვეყნის თავდაცვისა და მათ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით.
„გიგის პატრიმრობა არის ნათელი ნიშანი იმისა, რომ ეს რეჟიმი მიდის ყველნაირ რეპრესიაზე, რომ არ იყოს თავისუფალი კონკურენცია ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აქტიურობით, საქართველოს არასამთავრობო და საერთაშორის ორგანიზაციების აქტიურობით საბოლოო ჯამში შევძლებთ, პოლიტიკურად წერტილს დავუსვამთ ამ პოლიტიკურ პატიმრობას“,-აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან