2017-03-15 08:02:13, 2353 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.4910 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4910 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4854 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.6454 ლარი ღირს, დღემდე კი, მისი ღირებულება 2.6440 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან