|
2017-03-15 22:07:44, 1520 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა ბათუმში ახლადგახსნილი სარაგბო ბაზა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთნ ერთად ახლადგახსნილი, საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ფონდ „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ. სარაგბო ბაზის მშენებლობა ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა და ის 7,5 მილიონ ლარამდე დაჯდა. პრემიერმა მოედანზე შეკრებილ მორაგბეებს, მათ გულშემატკივრებს, ყველა ბათუმელსა და აჭარელს ახალი სარაგბო კომპლექსის აშენება მიულოცა. "ეს არის ის ადგილი, სადაც პატარა ბათუმელები და აჭარლები მსოფლიო რაგბისთვის მოემზადებიან. საქართველო აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი რაგბის ქვეყანა, კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს აიღებს და ამის წინაპირობაა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. ეს სტადიონი დააფინანსა ფონდმა "ქართუმ". ის 7,5 მილიონი ლარი დაჯდა და ქვეყნის მასშტაბით, ფონდ "ქართუს" მიერ დასრულებულია 76 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურა. შენდება კიდევ სამი სტადიონი და გარდა ამისა, დაახლოებით 25 მილიონი ლარის ფარგლებში, დახარჯულია ნაკრების შენახვაზე. ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს და სამ მოედანს აერთიანებს. ძირითადი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი - 2500 მაყურებელზე, ხოლო ხელოვნურსაფარიანი მოედანი 500 მაყურებელზეა გათვლილი; მესამე ქვიშის მოედანი კი გათვლილია ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის. სარაგბო ბაზას ევროპული სტანდარტების განათების სისტემა აქვს, რაც თამაშებისა და წვრთნების ღამის საათებში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)