01:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 18:16:08, 352 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ფრანგ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს რენო სალენსსა და  თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრას უმასპინძლა.

გეგმიურ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა  დღის წესრიგში არსებული, მიმდინარე საკითხები  და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

მინდია ჯანელიძემ  ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში,  საფრანგეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

ფრანგ დიპლომატთან საუბრის ერთ-ერთი თემა, საქართველოსთვის მინიჭებული  არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა რენო სალენსმა გააკეთა: „გასულ წელს დაიწყო გარკვეული განხილვები საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას ტერმინზე „განხილვები“, რადგან ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა - არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ვალდებულება და არაფერი მსგავსი. ერთადერთი რისი თქმაც ახლა შემიძლია არის ის, რომ ის განხილვები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, გრძელდება“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics