|
2017-03-15 16:36:42, 831 ნახვა
სამხედრო
I საარტილერიო ბრიგადაში არტილერიის დღე აღნიშნეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართული არტილერიის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. არტილერისტებს პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საიუბილეო ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. დღესვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სამხედროები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დააჯილდოვა. სამ სამხედრო მოსამსახურეს მედლები „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცა, ხოლო 10 სამხედრო მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის სახელით მადლობა გამოეცხადა. საიუბილეო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართელოს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა და ფოლკლორულმა ანსამბლმა „არსიანი“. ღონისძიების დასასრულს მიწვეულმა სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ბრიგადის პირადი შემადგენლობა, ასევე სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)