08:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 15:10:01, 2247 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოპარკში ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს

ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოადგილე ირმა ქავთარაძე, ენერგოეფექტურობის ცენტრისა და მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა მომზადებულია ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ საქართველოს სამთავრობო უწყებების მონაწილეობით. 

როგორც მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ აღნიშნა, შეხვედრის მიზანია დაიგეგმოს ენერგოეფექტურობის შესაბამისი გეგმის ნაწილები, ისე რომ პროცესი უმტკივნეული იყოს ბიზნესისთვის. 

„ელექტროენერგიის მომხმარებელ 4 ძირითადი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენ ვთხოვეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რათა ყველა ამ კომპანიამ და ბიზნესმენმა იცოდნენ, რა ქმედებები იქნება განსახორციელებელი ამ მიმართულებით სამომავლოდ. შეხვედრის მიზანია ერთად დავგეგმოთ ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის შესაბამისი ნაწილები, ისე რომ პროცესი უმტკივნეულო იყოს ბიზნესისთვის და მთავრობამაც შეძლოს თავისი ვალდებულებების შესრულება“ -განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  ირმა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანებით, საქართველომ  ვალდებულებები აიღო, მათ შორის ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივით დადგენილი მოთხოვნების ნაწილში. 

ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა,  აღნიშნული დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, ეფუძნება ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორის ენერგოდამზოგავი სტანდარტებით მოწყობას.

გეგმა ასევე გულისხმობს ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგოდაზოგვის პოტენციალის შესწავლას, თითოეული სექტორის განვითარების გეგმის და არსებული და დაგეგმილი პროექტების მიმოხილვას. მომავალში მათ საფუძველზე გაიწერება.

 შეხვედრის ორგანიზატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics