|
2017-03-15 13:29:07, 1098 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ფასდაკლებების კვირეული დაიწყო
აჭარაში ფასდაკლებების კვირეული Discount Week დაიწყო. როგორც “ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, 2 აპრილამდე რეგიონში არსებულ 10 ბრენდულ და მაღალი კლასის სასტუმროებში მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ ისარგებლონ. მათივე ინფორმაციით, მსურველებმა პროექტში ჩართულ სასტუმროებში -„ეუფორია“, „ჰილტონი“, „შერატონი“, „რედისონი“, „დივანი“, „ინტურისტი“, „ლე პორტი“, „ჯორჯიან პალასი“, „კასტელო მარე“ და „ლეოგრანდი“ სპეციალური ფასდაკლების მისაღებად უნდა წარადგინონ პრომო კოდი #DISCOUNTWEEK. ფასდაკლებების კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი ფასებისა და სასტუმროების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე http://georgia.travel/discounts . პროექტი Discount Week აჭარაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანი არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და აჭარის პოპულარიზაციაა. Discount Week თებერვალში კახეთში გაიმართა, ახლა კი მისი მასპინძელი აჭარაა. პროექტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. (NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)