08:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 11:31:17, 2454 ნახვა

ეკონომიკა
ბაზარზე ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული, ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდა.

პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც დაახლოებით 25 მილიონი ლარია, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს თანამონაწილეობს პროექტის ნაწილის სესხის დაფინანსებაში, საუბარია დაახლოებით, 3 მილიონ ევროზე.

,,ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქართული პროდუქტი უნდა იყოს კარგი, კონკურენტუნარიანი და ორიენტირებული ექსპორტულ ბაზრებზე. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. მსგავსი ტექნოლოგია ჩვენს რეგიონში არ არსებობს. სასმელი წყლების ჩამოსხმის ასეპტიკური ტექნოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე დღეის მდგომარეობით, რაც ასევე სოფლის მეურნეობის ნაწარმის განვითარებას მისცემს საშუალებას და ძალიან სერიოზული სინერგიის ეფექტი ექნება. აღარაფერს ვამბობ დასაქმებაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, დაახლოებით 20 მილიონი დოლარის პროდუქტის იმპორტი კეთდება ამ სეგმენტში და სერიოზული საექსპორტო პოტენციალიც გვაქვს.

„ის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, რომლებსაც მთავრობა ხელს აწერს, ასევე ადგილობრივი წარმოების წახალისებისა და ექსპორტის მხარდაჭერის სხვადასხვა სახის მექანიზმები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ნაწარმოები ქართული ნედლეულით, ქართული მაღალხარისხიანი პროდუქტი გავიტანოთ გავიტანოთ ექსპორტზე და გავყიდოთ ჩვენს ბაზრებზე“, -აღნიშნა მინისტრმა.

ასეპტიკური ხაზები რეგიონისთვის უპრეცედენტოა. მისი საშუალებით ხდება ნედლეულის ცივად დამუშავება, რის შედეგადაც პროდუქტში არ ხვდება კონსერვანტები, წვენი არის სრულად ნატურალური, მასში შენარჩუნებულია ყველანაირი ვიტამინი, გემო, და სასარგებლო თვისებები.

,,საქართველოს შეემატა ახალი ძალიან საინტერესო, მაღალხარისხიანი ბრენდი ,,ჩერო,“ რაც გულისხმობს ძალიან თანამედროვე, ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, სტერილურ გარემოში ჩამოსხმული წვენების წარმოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, აგროსასურსათო სექტორის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის‘’, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.

პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში, 10 მილიონი ლიტრის წარმოება იგეგმება, თუმცა, ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების შესაძლებლობა აქვს. პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ.

კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics