00:22 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 23:42:31, 716 ნახვა

სპეციალური ანონსი
15 მარტის სპეციალური ანონსი

15 მარტს, 09:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმს თბილისში“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო ადმინისტრაციების საკონტაქტო პირთა რიგით 24-ე ფორუმი გაიხსნება. 
მის: მერაბ კოსტავას ქ. #14

15 მარტს, 09:30 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება კვლევის პრეზენტაცია ,,ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე’’. პრეზენტაციას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს’’ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი და კვლევის ხელმძღვანელი ვახუშტი მენაბდე. 
საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 22 19 99

15 მარტს, 11:00 საათზე, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში 
ცვლილებებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის 
გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე ბრიფინგს გამართავს. 
მის: ქავთარაძის ქ. #21ა
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

15 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლე მერაბ ლომიძის თავმჯდომარეობით, მთავრობასთან ეკონომიკის სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებს.
მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა, დარბაზი #1
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202 

15 მარტს, 12:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. 
მის : ალ ყაზბეგის #46 (ქავთარაძის გუდვილის პირდაპირ,სასადილო 46-ის თავზე) 
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555 56 19 90

15 მარტს, 12:00 საათზე პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, მე-5 სართული)

15 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე სასტუმრო „რუმსი - თბილისში“ წარადგენს სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს. პრეზენტაციას დაესწრებიან ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, კომისიის წევრები, კომისიის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ტელეკომუნიკაციების დარგში მოღვაწე ორგანიზაციების, საჯარო უწყებების, ოპერატორი კომპანიების, პრესისა და მედიის წარმომადგენლები.

15 მარტს, 12:00 საათზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტს 2016 წლის ანგარიშს წარუდგენს.
მის.: თბილისი, პარლამენტის შენობა, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, მე-5 სართული)
საკონტაქტო პირი ქეთევან ბოჯგუა - 577171733

15 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის - ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. 
მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15 მარტს, 14:00 საათზე თბილისში, ბახტრიონის ქუჩის დასაწყისში, ბუკიას ბაღში შედგება ენერგოომბუდსმენის მორიგი აქცია, სადაც სამსახურის თანამშრომლები გაესაუბრებიან იქ შეკრებილ საზოგადოებას, მოისმენენ პრობლემებს და გაუწევენ სამართლებრივ კონსულტაციებს.

15 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეხვედრა გაიმართება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, მერსი ტემბონთან.
მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

15 მარტს, 17:00 საათზე, პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის საორგანიზაციო სხდომა გაიმართება. 
მის: თბილისი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი N515 (C კორპუსი, მე-5 სართული

15 მარტს, 18:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას საღამო. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, სტუდენტები, მიწვეული სტუმრები.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ-ს პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

15 მარტს, 18:30 საათზე, საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოადგენენ გამოფენას „სხვაგვარად ვიდრე ყოველთვის.
მის: სიონის ქ. №8, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics