07:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 18:20:48, 2515 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში ავსტრიული ხორცპროდუქტების კომპანია „შირნჰოფერის“ პირველი საფირმო მაღაზია გაიხსნა

თბილისში, ვაჟა- ფშაველას #7-ში,  ავსტრიული ხორცპროდუქტების კომპანია „შირნჰოფერის“ პირველი საფირმო მაღაზია გაიხსნა.

მაღაზიაში  თბილისელებისთვის უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ  ძეხვეულთან ერთად, ავსტრიული ხორცისა და ყველის დელიკატესები  გაიყიდება.  გარდა ამისა,  მაღაზია მომხმარებელს შესთავაზებს ავსტრიული  ფქვილითა და ტექნოლოგიით ადგილზე გამომცხვარ  პურის მრავალფეროვან არჩევანს.

სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ესტუმრნენ კომპანია „შირნჰოფერის“ წარმომადგენელი,  ალოის კაიზერი და პურის  ტექნოლოგი -  ვერნერ კუბლი.

„ავსტრია ხედავს  საქართველოს წინსვლას როგორც ეკონომიკის, ასევე ტურისტული თვალსაზრისით;  ვხედავთ პოტენციალს აქ, ამიტომ გადავწყვიტეთ  „შირნჰოფერის“ საფირმო მაღაზიის გახსნა“,-განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია „შირნჰოფერის“ წარმომადგენელმა  ალოის კაიზერმა.

პირველი საფირმო მაღაზიის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ავსტრიული მხარისთვისაც. განხორციელდა დაახლოებით ნახევარი მლნ. დოლარის ოდენობის ლოკალური ინვესტიცია, შეიქმნა 20 -მდე ახალი სამუშაო ადგილი.

 როგორც კომპანიაში აცხადებენ,  უახლოეს მომავალში  თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაგეგმილია „შირნჰოფერის“ კიდევ რამდენიმე  საფირმო მაღაზიის გახსნა.

„ეს არის პირველი მაღაზია, რომელიც თბილისში გაიხსნა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ; დაგეგმილი გვაქვს რამოდენიმე მაღაზიის  გახსნა, როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის რამოდენიმე წლიანი პროგრამა, რომელიც გვინდა განვახორციელოთ“,-განაცხადა „შირნჰოფერის“ საქართველოს წარმომადგენელმა ლაშა ბაბუაძემ.

რაც შეეხება ფასებს, ბაბუაძის თქმით, ის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება:

„“შირნჰოფერის“ დელიკატესური პროდუქცია, რომელიც წარმოდგენილია აქ, თავისთავად შეუძლებელია  იყოს იაფი, თუცმა არ არის ისეთი ფასები, რომელიც მიუწვდომელი იქნება საშუალო მომხმარებლისთვის. ძალიან ფართო სპექტრი გააჩნია თავისი პროდუქციის, არის შედარებით დელიკატესური პროდუქცია, რის გამოც ეს მაღაზია გაიხსნა, მაგრამ არის ასევე „შირნჰოფერის“ კარგად ნაცნობი პროდუქცია, რომელსაც მისაღები და კარგი ფასი გააჩნია და ის ფაქტობრივად ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ“,-განმარტა ლაშა ბაბუაძემ.

პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში,  არად ბენკო და თბილისის ვიცე-მერი  ირაკლი ლექვინაძე.

ინფორმაციისთვის, ავსტრიის  ქალაქ კაინდორფში იოსებ შირნჰოფერმა 1926 წელს დააარსა ხორცის კომპანია „შირნჰოფერი“. მისმა შვილმა, კარლ შირნჰოფერმა  დედასთან ერთად 1950 წლიდან დაიწყო ძეხვეულის წარმოება და მალე  გადაიქცა დიდ საწარმოდ. 1992 წლიდან კომპანიას მართავს უმცროსი კარლ შინრჰოფერი.

კომპანია „შირნჰოფერი“ მდებარეობს ავსტრიის გულში - შტირიაში, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა რეგიონში. ის თითქმის საუკუნეა ქმნის 600-ზე მეტი დასახელების დელიკატესურ ძეხვეულს. წარმოებაში მხოლოდ ადგილობრივი ავსტრიული  ხორცი გამოიყენება.  ქვეყნის მასშტაბით, „შირნჰოფერს“ 630 პარტნიორი ფერმერი ჰყავს. სწორედ ამ ფერმებიდან იწყება ხარისხის უმკაცრესი კონტროლი, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და ლაბორატორიების საშუალებით მუდმივად ხორციელდება პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე. შირნჰოფერმა თავისი პროდუქციის ხარისხი ახალ საფეხურზე აიყვანა. ამის გამო სამართლიანად დაიმსახურა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში,  ასევე ჩვენთან, საქართველოში.

 „შირნჰოფერს“ მიღებული აქვს IFS - ის  (International Food Standard) სერტიფიკატი, რომელიც პროდუქტის მუდმივ შემოწმებას ახორციელებს.

საწარმოს პარტნიორები არიან: 2003 წლიდან: Vier Pfoten; 2004 წლიდან:  Greenpeace; 2005 წლიდან: Kroswang.

ფოტო რეპორტაჟი

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics