|
2017-03-14 11:09:48, 2549 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინეს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2017-ზე წარადგინა. ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში პოპულარული ტურისტული პროდუქტების შესახებ. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი. ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყოველწლიურად 170 ათასამდე დამთვალიერებელს ითვლის. გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 180 ქვენის 11 ათასამდე ორგანიზაცია წარადგენს. ტურიზმის სფეროში იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები გერმანული სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას წელს პირველად გერმანიაშიც იწყებს. სარეკლამო კომპანიებთან შეხვედრებისას სწორედ, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი სარეკლამო და პიარ აქტივობები განიხილეს. გერმანიაში სარეკლამო აქტივობების დაწყებას განსაკუთრებით უწყობს ხელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის მიმართულებით არსებული ფრენები. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ფრენები გერმანიის სამი ქალაქის - ბერლინის, დორტმუნდისა და მემინგემის მიმართულებით ხორციელდება. დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას გერმანიის ტურისტულ ბაზარზე გაზაფხულის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. (NS)
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)