21:14 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 13:22:16, 1325 ნახვა

საზოგადოება
თბილისში საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები დაიწყო

თბილისში საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები დაიწყო. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, დღეს, გამწვანების აქცია დიდ დიღომში მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიიღო.
 
თბილისის მერიის ინფორმაციით, გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, 2-3 მეტრი სიგრძის 300 ძირი კვიპაროსი და ფიჭვი დაირგო. სამუშაოებს  შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ასრულებს.

"აქტიურად დავიწყეთ საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები, დღეს პირველი ღონისძიებაა. ყოველდღიურად ქალაქის სხვადასხვა უბნებში დაირგვება ნარგავები, რათა ამ სეზონზე მაქსიმალურად ბევრი ხე დავრგოთ, მოვუაროთ და გავაუმჯობესოთ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღევანდელ ღონისძიებაში თბილისის მერთან ერთად თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი წერეთელი და თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა მონაწილეობდნენ. 

საგაზაფხულო რგვების მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და სეზონის განმავლობაში ხეები ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.
 
(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics