|
2017-03-12 12:42:43, 1361 ნახვა
საზოგადოება
კაპანაძე: ბათუმში განვითარებული პროცესების პოლიტიკური ოპონენტებისთვის გადაბრალება ხელისუფლების ცდუნებაა
„ბათუმში განვითარებული პროცესების პოლიტიკური ოპონენტებისთვის გადაბრალება ხელისუფლების ცდუნებაა“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ხელისუფლებამ როგორც სჩვევია ნაჩქარევი შეფასებები გააკეთა და ხელი პოლიტიკურ ოპონენტებს დაადო. ,,ყველაზე ცუდი, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო საათებში არის ის, რომ როგორც ადრე სჩვევია ხელისუფლებას, გააკეთეს ნაჩქარევი შეფასებები და პირდაპირ ხელი დაადეს პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს ჩვენ ვნახეთ აქამდეც, როდესაც გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. მაშინვე მოხდა ხელის გაშვერა კონკრეტული პოლიტიკური ძალის და ადამიანების მიმართ. გამოძიებამ კი აჩვენა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. მესმის, რომ ხელისუფლებას აქვს ცდუნება გადააბრალოს ოპოზიციას და პოლიტიკურ ოპონენტებს, მაგრამ მგონია, რომ ისინი იმით უნდა იყვნენ დაკავებული, რომ რეალურად გამოიძიონ რა მოხდა. ვინც დამნაშავეა დაისაჯოს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან იმიტომ, რომ გუშინ არ იკვეთებოდა დანაშაული მხოლოდ ერთი მხრიდან. ნაცვლად პოლიტიკური თამაშებისა, ხელისუფლების მხრიდან,მოვუწოდებ, რომ კონკრეტული პრობლემა მოაგვარონ, რომელიც შეიძლება გაცილებით დიდი პრობლემის შემქმნელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის,’’- განაცხადა სერგი კაპანაძე.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)