|
2017-03-11 21:38:17, 1460 ნახვა
საზოგადოება
მეუფე პეტრე: ამ გარემოცვის პირობებში, პატრიარქი არ არის დამოუკიდებელი
ამ გარემოცვის პირობებში, პატრიარქი არ არის დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ "იმედის" ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, მას აქვს არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება უწმინდესის პოზიციების ცვლილება, მას შემდეგ რაც გარემოცვის მხრიდან მიეწოდება დეზინფორმაცია. მისივე თქმით, დეზინფორმირებულობის სათავეში მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი დგას. ”მაშინ როდესაც ოპერაციაზე შესვლის წინ, პატრიარქს, მისი უახლოესი გარემოცვის წევრები ეუბნებიან, რომ შენი გარემოცვის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი, შენი უსაყვარლესი სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მოდიოდა, რომელიც აეროპორტში დააკავეს, ის თითქოს თქვენს მოწამლვას აპირებდა და ამაში ჩართულია თქვენი კიდევ ერთი უახლოესი ადამიანი, რომელიც დაბარებულია პროკურატურაში, ამ გარემოცვის პირობებში, პატრიარქი არ არის დამოუკიდებელი. თუნდაც გავიხსენებ ადვოკატებთან შეხვედრას, უწმინდესი ამბობდა, ხომ არ სჯობს მამა გიორგი გამოვიდეს თავდებით, გამოძიება კი გაგრძელდეს. თუმცა მერე პატრიარქი დაარწმუნეს, რომ მამა გიორგის თავდებით გამოსვლა სასურველი არ იყო, რათა არ მომხდარიყო დეკანოზის ლიკვიდაცია. პატრიარქის დეზინფორმირებულობის სათავეში დგას ქალბატონი მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი. შორენა შემთხვევით არ მოხვედრილა საპატრიარქოში, მის უკან გარკვეული ძალები დგას ”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)