|
2017-03-11 14:44:21, 1559 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობის წინ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს
თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. აქციაზე ტელეკომპანიის მხარდამჭერები, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეებს სიტყვით ტელეკომპანიის სახეები მიმართავენ და „რუსთავი 2“-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ. მხარდამჭერებს პირველმა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჟურნალისტმა ზაალ უდუმაშვილმა მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა: „რომ არა თქვენ, დღეს „რუსთავი 2“ გამარჯვებას არ იზეიმებდა. მადლობას გიხდით თითოეულ მხარდამჭერს. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გვერდში გვედგნენ. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო „რუსთავი 2“-ის გუნდს და ერთი განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანს, რომლისთვისაც პირადად არასდროს არ მითქვამს და ახლა ამ სცენიდან მინდა ვუთხრა, მადლობა ნიკა გვარამიას. მინდა გავიხსენო მაჰათმა განდის სიტყვები, ის ამბობდა - „მე ვიცი თავისუფლების აზრი, ამიტომ არასდროს შევუზღუდავ სხვას თავისუფლებას“. მადლობა მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა უდუმაშვილმა. აქციის მონაწილეებისთვის კონცერტს ცნობილი მომღერლები, მათ შორის ტელეკომპანიის პროექტების გამარჯვებულები მართავენ. ადგილზე 500-მდე ადამიანია შეკრებილი. აქციის გამო რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაკეტილია. მობილიზებულია საპატრულო პოლიციის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)