|
2017-03-11 09:34:34, 1416 ნახვა
საზოგადოება
გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს თანაორგანიზებით პირველად ჩატარდება დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას და სრიალის მოყვარულებისთვის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს სათხილამურო კურორტებით დაინტერესებას (#springskiGeo). ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. სათხილამურო შეჯიბრი 11 მარტს გუდაურში გაიმართება. გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდება და მათ სპეციალურად ტურნირისთვის დამზადებული თასები გადაეცემათ. დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრის პარტნიორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია", რომელმაც დიპლომატებისთვის მოწყო საშეჯიბრო სათხილამურო გზა და სპორტული ღონისძიება საჭირო ინვენტარით უზრუნველყო. სათხილამურო შეჯიბრის პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აკრეტიდებულ ელჩებთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ერთად საკურორტო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში აშენებულ სასტუმროს „გუდაური ინნ"-ს გახსნის.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)