01:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 12:50:58, 335 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმება საქართველოს ბიუჯეტს მძიმედ არ დააწვებოდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მტკიცებით, საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმება საქართველოს ბიუჯეტს მძიმედ არ დააწვებოდა. 

ამის შესახებ ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე განმარტებით, საფრანგეთთან იყო მოლაპარაკება, რომ გადახდა მას შემდეგ მოხდებოდა, რაც საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემა სრულად დამონტაჟდებოდა. 

ეს კი, ალასანიას თქმით,  საქართველოს გრძელვადიანი სესხის აღების შემთხვევაში, ყოველ წელიწადს რამენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდებოდა. 

„როდესაც თავდაცვის სამინისტროში მივედი და სამხედროებთან ერთად დავიწყე ჩვენი თავდაცვის სტრატეგიაზე ზრუნვა, პირველი, რა თქმა უნდა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყოს ის, რომ შეგვექმნა ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემდა ჩვენს სახმელეთო ჯარებს , აუცილებლობის შემთხვევაში,  ეფექტურად დაეცვათ ჩვენი საზოგადოება და ხალხი. ჩვენ, ბუნებრივია საჰაერო დომინირებას ვერ მივაღწევთ რეგიონში სამხედრო ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, ეს უნარი არ შესწევს ჩვენს ბიუჯეტს და ეს არც დგას ჩვენს ამოცანებში. ჩვენ გვინდა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობა.  საჰაერო თავდაცვა იქნებოდა ის ქოლგა და იქნება მომავალშიც, რომელიც საქართველოს ეფექტური თავდაცვის შესაძლებლობებს გაუჩენს“, – აღნიშნა ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics