20:18 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-11 09:57:21, 2562 ნახვა

ეკონომიკა
იუსტიციისა და ლტოლვილთა სამინისტროები სახელმწიფო სერვისების განვითარების კუთხით ითანამშრომლებენ

იუსტიციისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები სახელმწიფო სერვისების განვითარების კუთხით ითანამშრომლებენ.

შესაბამის დოკუმენტს ხელი თეა წულუკიანმა და სოზარ სუბარმა მოაწერეს.

მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროში გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი სერვისების მიწოდების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც სამინისტროებს, ისე მათი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (სსიპ) შორის.

მემორანდუმის მიზანი სერვისების მიწოდების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამისათვის იუსტიციისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები კონსულტაციების საფუძველზე შექმნიან თემატურ ჯგუფებს, გამართავენ კონსულტაციებს და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. უწყებები ერთობლივ პროექტებსაც დაგეგმავენ და განახორციელებენ.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და მას იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ. იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს სწრაფი და კომფორტული მომსახურებით, მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში 30-ზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას ე.წ. კონფლიქტური და მაღალმთიანი რაიონების სიახლოვეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმით იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics