05:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 21:23:31, 1685 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილებას არც უარყოფს და არც ადასტურებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მორიგ ჯერზე მონაწილეობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან დღეს გამართული შეხვედრით მან საარჩევნო კამპანია დაიწყო. პრეზიდენტის თქმით, ჰგავდა, მაგრამ ეს არ იყო საარჩევნო კამპანიის დასაწყისი.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულმა შეხვედრამ იმის გამო დატოვა საარჩევნო კამპანიის დაწყების შეხედულება, რომ მისი გამოსვლა ემოციური იყო.

„იმიტომ ჰგავდა საარჩევნო კამპანიის დასაწყისს, რომ ეს იყო უაღრესად ემოციური მომენტი. ასეთი ემოციური მომენტი პოლიტიკოსის ცხოვრებაში იშვიათია, მათ შორის კამპანიის დასაწყისიც არის, მაგრამ ეს არ იყო საარჩევნო კამპანიის დასაწყისი - უაღრესად აღმაფრთოვანებელ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რაღაც ერთობაზე. საარჩევნო კამპანიას დავიწყებ ისე, რომ ამას პიარულად პიკზე არ ავწევ და რაღაცას მივაბამ. საარჩევნო კამპანიის დაწყებას თავისი დინამიკა და თავისი ლოგიკა აქვს და ამას ასე არც ერთი პოლიტიკოსი არ მიაბამს რაღაცას. გეთანხმები, ჰგავდა ემოციით, მაგრამ ეს არ იყო საარჩევნო კამპანიის დასაწყისი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics