|
2015-04-03 12:47:13, 294 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით დააკავეს, რომ ჩემს სწორ განზრახვაზე უარს ვიტყოდი
„თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით დააკავეს, რომ მე ჩემს სწორ განზრახვაზე უარს ვიტყოდი“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც საფრანგეთში საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელი უნდა მოეწერა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ შეთანხმება არ უნდა გაეფორმებინა. ალასანიას განმარტებით, ვინაიდან აღნიშნული საკითხი მანამდე მთავრობასთან შეთანხმებული იყო, პრემიერ-მინისტრის მითითებას არ დაემორჩილა და მემორანდუმს ხელი მოაწერა. ალასანიას თქმით, რამდენიმე საათით ადრე, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით დააკავეს, რომ მემორანდუმს ხელს არ მოაწერდა. „მაშინ, როდესაც მე 27 ოქტომბერს ჩავედი საფრანგეთში და მქონდა კოლეგასთან შეხვედრა და მეორე დღეს, 28-ში დილით იგეგმებოდა შესაბამის ინდუსტრიებთან ხელმოწერა, მე დამირეკეს და გადმომცეს პრემიერ-მინისტრის სახელით, რომ არ მომეწერა ამ შეთანხმებაზე ხელი. არადა კიდევ ერთხელ, ცალსახად მინდა განვაცხადო, ყველა დეტალი შეთანხმებული იყო მასთანაც და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან არაერთი თვის განმავლობაში. ჩემთვის ეს იყო არამხოლოდ შეურაცხმყოფელი, ჩემთვის ეს იყო ნიშანი იმისი, რომ საქართველოს ეს შესაძლებლობა, რომელიც გაეხსნა, პოლიტიკური შანსი, რომელიც მიეცა, მრავალწლიანი ემბარგოს მერე ხელიდან იქნებოდა გაშვებული. ამიტომაც მე წინასწარ როგორც ვიყავით შეთანხმებული მთავრობასთან, მოვაწერე მემორანდუმს ხელი. 6 თვის განმავლობაში ველოდებოდი სწორედ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. სწორედ ამიტომ, მე მინდა გითხრათ, რომ იმ მომენტში, როდესაც უარი ვთქვი, რომ ამ არასწორ, უკანონო მითითებას დავმორჩილებოდი, მეორე დღეს დილით, როდესაც მივდიოდი ხელმოსაწერად, დაკავებული იქნა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით, რომ მე უარს ვიტყოდი ჩემს სწორ განზრახვაზე. რა თქმა უნდა მე ვთქვი და გავიმეორებ, ისინი კარგად არ მიცნობენ. მე ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში. არასდროს არ მქონია არჩევანის გაკეთების არც ფუფუნება, არც უფლება და არც სურვილი მორალურ კომპრომისსა და სწორ გზას შორის. სწორედ ამიტომ, მე მოვაწერე ხელი ამ შეთანხმებას, ჩამოვედი თბილისში და როდესაც ვიკითხე, რატომ მოხდა ამ ადამიანების დაკავება, წესიერი პასუხი ბუნებრივია არ მივიღე და ამას დაემატა ისიც, რომ პროკურატურამ თავხედურად გააგრძელა შემოტევა პოლიტიკური ნიშნით ჩვენს პარტიაზე და ჩემზე, როგორც ამ პარტიის ლიდერზე. ეს არის ის ისტორია, რომელსაც მე ესე დეტალურად არ ვყვებოდი იმიტომ, რომ მარტის ბოლომდე ეს მემორანდუმი ფუნქციონირებდა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მქონდა იმედი, იმის მერე რაც მე ნახევარი საქმე შეასრულეს და მთავრობიდან ჩამომიცილეს ჩემს გუნდთან ერთად, ამ ფუნდამენტალურ საკითხს ჩვენი ქვეყნისთვის, არ დაივიწყებდნენ და არ გადააგდებდნენ. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლებას შეიცვლება, მისი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს თავდაცვის და საჰაერო სუვერენიტეტის დაცვის საკითხი იქნება. „მე მინდა საზოგადოებას დავპირდე, როგორც კი ცვლილება მოხდება ჩვენი ხელისუფლების, მშვიდობიანი არჩევნების გზით, საქართველოს თავდაცვის საკითხი, საქართველოს საჰაერო სუვერენიტეტის დაცვის საკითხი, იქნება მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის და იმ გუნდისთვის, ვინც მოვა ხელისუფლებაში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)