05:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 19:05:57, 1864 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსური ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდა

პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც ფინანსური ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდა.

კანონმდებლებმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისი თანმდევი პროექტები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილა.

ცვლილების თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, საქართველოს ეროვნულ ბანკი განისაზღვრება.

დეპუტატებს აღნიშნულ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოუთქვამთ და მის მიღებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“. წარმოდგენილი პროექტით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან ხდება იმ დებულებების ამოღება, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფორმირების წესსა და ანგარიშვალდებულებას, ეხება ვინაიდან აღნიშნული სააგენტო უქმდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics