01:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 12:38:54, 487 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტში კომისიის შექმნას ითხოვს

„თავისუფალი დემოკრატები“ საჰაერო უსაფრთოების შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. 

ამის შესახებ აღნიშნული პარტიის ლიდერმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

ალასანიას თქმით, პარტიის მოთხოვნაა, პარლამენტში შექმნილმა კომისიამ შეისწავლოს თუ რატომ არ მოწერა ხელი საფრანგეთში ამ ხელშეკრულებას. 

„რადგან  ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და ღიად, ამ პოლემიკაში დეტალურად მე ვერ შევალ პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ უახლოეს პერიოდში შეიტანენ პარლამენტში შესაბამის მოთხოვნას, რომ შეიქმნას დროებითი კომისია,  რომელიც შეისწავლის რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მომეორანდუმი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება. ამის შესწავლის შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატები“ უკვე საზოგადოებას მიმართავენ, როდესაც დაიდება ეს დასკვნა, რასთან გვაქვს საქმე.  ვიდრე პოლიტიკურ სრულ უნდობლობას გამოვუცხადებთ პრემიერ-მინისტრს, მე მინდა ასეთი შესწავლა საქართველოს პარლამენტმა ჩაატაროს“, – აღნიშნა ალასანიამ. 

ცნობისთვის, ირაკლი ალასანიამ რამდენიმე ხნის წინ განახადა, რომ  თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტისად  მინდია ჯანელიძემ  მას დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.

ჯანელიძემ ამ ბრალდებას უპასუხა და აღნიშნა, რომ მან ალასანიას სთხოვა,  აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერის პროცესი გადაედო და არა გაეუქმებინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics