19:06 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 17:22:51, 2601 ნახვა

ეკონომიკა
„აზერბაიჯანის ავიახაზები“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

 აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენის სიხშრეს ზრდის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 28 მარტიდან ავიაკომპანია, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით  კვირაში  8 სიხშირით იფრენს, ხოლო 2 მაისიდან   2 სიხშირე დაამატება და ფრენები  კვირაში 10-ჯერ  შესრულდება. ამ დრომდე აზერბაიჯანული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებდა.

დამატებითი სიხშირეებით ოპერირებას „Azerbaijan Airlines“ ყოველკვირეულად - კვირას (28 მარტიდან), სამშაბათსა და ხუთშაბათს (2 მაისიდან) განახორციელებს. ფრენები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 მარტს მიენიჭა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics