16:42 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 15:09:23, 1422 ნახვა

საზოგადოება
გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს თანაორგანიზებით პირველად ჩატარდება დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას და სრიალის მოყვარულებისთვის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს სათხილამურო კურორტებით დაინტერესებას (#springskiGeo).  ტურნირში  მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. 

სათხილამურო შეჯიბრი 11 მარტს გუდაურში გაიმართება. გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდება მათ სპეციალურად ტურნირისთვის დამზადებული თასები გადაეცემათ.  დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრის პარტნიორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია", რომელმაც დიპლომატებისთვის მოწყო საშეჯიბრო სათხილამურო გზა და სპორტული ღონისძიება საჭირო ინვენტარით





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics