|
2017-03-10 14:30:05, 1552 ნახვა
საზოგადოება
ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში მიმდინარე პროექტები, მათი სამომავლო შედეგები და მიზნები. შეხვედრაზე შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლობა რეგულარულად გამართავენ შეხვედრებს. შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი დოქტორ თორსთენ დერიკი, მრჩეველი კრისტიან კოკვიკი,მერი გაბაშვილი, ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ ქავთარაძე, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე რევია, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი გრიგოლ მოდებაძე.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)