|
2017-03-10 13:25:13, 1217 ნახვა
საზოგადოება
მერია და თბილისის განვითარების ფონდი საველე სკოლის პროექტში მონაწილეობისთვის კონკურსს აცხადებს
საველე სკოლის პროექტი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ და „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება, იწვევს 17-დან 40 წლამდე რესტავრაციისა და ქვის თლის სფეროთი დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამის სფეროში გადამზადების მიზნით. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენარჩუნების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი მოიცავს, ფრანგი რესტავრატორი/ინსტრუქტორის მიერ თეორიული და პრაქტიკული კურსის საფუძველზე, პროექტში მონაწილე პირთა გადამზადებას. კურსის სამუშაო ენას წარმოადგენს ფრანგული, რომელიც ითარგმნება ქართულ ენაზე თარჯიმნის საშუალებით. პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული ნაწილი მოიცავს, ქალაქ თბილისში, ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილის წაკითხვა მოხდება, როგორც ფრანგი ინსტრუქტორის, ასევე, ქართველი ლექტორების მიერ. პროექტში მონაწილე პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, განახორციელონ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რესტავრაციისთვის საჭირო სხვადასხვა სამუშაოები: ძველი შენობის შეფასება, მასალის ხელახალი გამოყენება, გამაგრება და აღდგენა, ქვის თლის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების შესწავლა, ტექნიკური ნახაზის შედგენა ძველი თბილისის ზოგიერთი ქუჩის მაგალითზე, სამუშაოებისა და ხელსაწყოების, ქვის თლის აღმნიშვნელი ტერმინების დამუშავება ქართულ-ფრანგულ-ინგლისურ ენებზე. აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე. ყოველდღიური დასწრება სავალდებულოა. განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 1 საათი. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა მიმდინარე წლის 17 მარტის ჩათვლით, ელ-ფოსტაზე chantier-ecole@tbilisi.gov.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია; გ) სამოტივაციო წერილი; პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას არაუგვიანეს 2017 წლის 1 აპრილისა. კონკურსის ჩატარების ადგილი: თბილისი, შარტავას ქ. N7. კონკურსანტის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე, გათვალისწინებული იქნება ასევე კონკურსანტის შესაბამისობა პროექტით წინასწარ დასახულ მიზანთან. (NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)