01:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 11:15:38, 353 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: რიგის სამიტზე საზღვრები არ იხსნება, ამის მოლოდინი ნურავის გვექნება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის, განცხადებით, საქართველოს რიგის სამიტზე გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.

როგორც წულუკიანმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, რიგის სამიტზე საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები არ გაიხსნება, თუმცა რეალისტური მოლოდინია, რომ საქართველოს მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების აღიარება მოხდება.

თეა წულუკიანის განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ უკვე დაიწყება მსჯელობა, თუ როდის გახსნან საზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

"ჩვენ რიგის სამიტზე გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა გქვონდეს. ჩვენ გავქვს 1 რეალისტური მოლოდინი, რომ ის ძალიან დიდი ტიტანური, ხშირად ჯოჯოხეთური, მე არ მომერიდება ამ სიტყვის თქმის, შრომა ვინც ჩავატარეთ, საგარეომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციამ, ჯანდაცვამ,  პრემიერმა,  მთლიანად მთავრობამ კოლექტიური ძალისხმევა გაწია და პარლამენტი გვედგა გვერდში და იღებდა იმ კანონებს,  რასაც ვთავაზობდით, რომ რეფორმების აღიარება მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალისტური მოლოდონი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რიგის სამიტზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გვეტყვიან ის საშინაო დავალებები, რაც ჩვენ თქვენ მოგეცით, შეასრულეთ ტექნიკურ დონეზე ყველაფერი შესრულებულია და ვიფიქრებთ იმაზე, რომ გადავიდეთ პოლიტიკურ ფაზაზე, ანუ დავიწყოთ მსჯელობა როდის გავხსნათ საზღვრები. რიგის სამიტზე საზღვრები არ იხსნება, ნურავის გვექნება ამის მოლოდინი,  მაგრამ  ძალიან რეალისტური მოლოდინი, რომლისთვისაც ჩემი თხოვნა იქნება, მეც, თქვენც,  პარლამენტმა, ბიზნესმა უნდა ვიმუშაოთ ქვეყანაში ჰარმონიით. ჩვენ გავიღეთ ყველამ დიდი მსხვერპლი, მათ შორის ბიზნესმა, მათ შორის მე,  ჩემმა თანამშრომლემბა, თქვენ და ყველა მინისტრმა და ამის აღიარება, რომ ტექნიკურად ჩვენ დავალებები შევასრულეთ, უნდა მოხდეს რიგის სამიტზე. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება სხვა ფაზა მუშაობის ინდივიდუალურად, სახელმწიფოებთან მუშაობა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება  მიიღოს თითოეული ქვეყნის შს მინისტრმა და გაუხსნას ჩვენს მოქალაქეებს სზღვარი",-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics