2017-03-09 16:56:51, 2245 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 2-2 თეთრით გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4767 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4596 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0171 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6149 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6003 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0146 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან