|
2017-03-09 13:13:53, 1999 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ნიდერლანდების ელჩ იოს დაუმას შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოს დაუმას შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივა იყო. პირველმა ვიცე-პრემიერმა ნიდერლანდების ელჩს მადლობა გადაუხადა იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნიდერლანდების სამეფო უწევს საქართველოს, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პროცესში ჩვენი ქვეყნისთვის აღმოჩენილი დახმარება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წარმატებულია თანამშრომლობა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროებს შორის, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ადამიანური რესურსების პოტენციალის გაუმჯობესება, საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფა, სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლის საკითხები. ამასთან, მინისტრმა ელჩს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკასა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმატებულ მისიასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, სავალუტო ფონდთან მიღწეულია შეთანხმება ახალი, სამწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ და მნიშვნელოვანია, რომ ფონდი სრულად იზიარებს და მიესალმება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. როგორც ცნობილია, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს წარმოადგენენ ჰოლანდიელი აღმასრულებელი დირექტორები, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო კონტაქტი და თანამშრომლობა. საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის პარტნიორობა, ასევე, ხაზგასასმელია სოფლის მეურნეობის განვითარების, კერძოდ, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაციისა და წყალანირების პროექტების დაფინანსების მიმართულებით. ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანიის (FMO) მხრიდან გამოთქმულია დაინტერესება ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებით და ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდის გამოშვებით. ნიდერლანდების ელჩის განცხადებით, საქართველოს აქვს გამორჩეული პირობები ბიზნესგარემოს თვალსაზრისით და ნიდერლანდების მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად. ფინანსთა მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
(NS)
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)