|
2017-03-08 19:04:20, 1679 ნახვა
საზოგადოება
ქალთა დღესთან დაკავშირებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ფოტოგამოფენა „100 წლის შემდეგ" გაიმართა
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „100 წლის შემდეგ". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული ქალბატონების ფოტოპორტრეტები. ფოტოგამოფენას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, ბათუმში აკრედიტებული საკონსულოების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 ქალბატონი ცხოვრობს, 8 მათგანს 100 წელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეუსრულდება. ფოტოგამოფენას ესწრებოდნენ უხუცესი ქალბატონების ოჯახის წევრები. „პირველ რიგში მინდა ჩვენს ქალბატონებს, ჩვენს მანდილოსნებს მივულოცო 8 მარტი და ვუსურვო ჯანმრთელობა, სიხარული, წარმატებები, მშვიდობა და კეთილდღეობა თავიანთ ოჯახებთან ერთად. ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. სამინისტრო 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოვლწლიურად 1000-1000 ლარს გადასცემს. 100 წელს გადაცილებული ქალბატონები, დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტში „ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში" ჩაერთვებიან.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)