|
2017-03-08 18:26:16, 1481 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ მსჯავრდებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი პენიტენციური დაწესებულებაში არსებულ დედათა და ბავშვთა სახლსაც ესტუმრა, სადაც მსჯავრდებულ ქალბატონებთან ერთად, მათი შვილებიც იმყოფებიან. „N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალბატონებს 8 მარტი მივულოცეთ. ასევე, ვიყავით დედათა და ბავშვთა სახლში და იქ მყოფ მსჯავრდებულებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც მათ ყოფას გაუადვილებთ“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ. ზვიად მიხანაშვილი მსჯავრდებულებს ესაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის დამტკიცების შემდგომ ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში, დასვენებისა და უქმე დღეებში შვილი მოინახულონ. „ყველა ადამიანს სჭირდება მხარში დგომა და განსაკუთრებით მათ, ვინც საპატიმროში იმყოფება. გვინდა ქალ მსჯავრდებულებს ტკივილი შევუმსუბუქოთ და ეს დღე გავულამაზოთ“,- განაცხადა მამა პეტრემ. სტუმრები იმყოფებოდნენ დაწესებულებაში არსებულ სამლოცველოსა და სილამაზის სალონში, ასევე, დაათვალიერეს მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)