16:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 16:41:29, 1353 ნახვა

საზოგადოება
ევროპალამენტარები პრემიერს: ნუ გამოიყენებთ სასამართლო სისტემას პოლიტიკურად მომგებიანი შედეგის მისაღებად

ევროპარლამენტის 17 წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს "რუსთავი 2"-ის საქმეზე წერილით მიმართა. 

როგორც წერილშია ნათქვამი, ევროპარლამენტარები შეშფოტებულები არიან და აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ზეწოლა მიმდინარეობს.

"რუსთავი 2 მისი მფლობელის იძულებითი ცვლილების სამიზნე გახდა. მიმდინარე ზეწოლამ პიკს მიაღწია 2 მარტს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ არხი მის ყოფილ მფლობელს და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს, ქიბარ ხალვაშს, მიაკუთვნა.

არხის მფლობელისა და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა 'რუსთავი 2"-ს ხელისუფლებისადმი მეგობრულად განწყობილ მედიად გადააქცევს, რაც სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის ქვეყანაში თავისუფალ მედიას და დემოკრატიის ხარისხს შეამცირებს", - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში. 

ევროდეპუტატები მიიჩნევენ, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები საქართველო-ევროკავშირის შორის დადებული ასოცირების შეთანხმების პირობების შეთანხმებას ხელს უშლის.

მათ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "პოლიტიკურად მომგებიანი შედეგის მისაღებად ნუ გამოიყენებს სასამართლო სისტემას".

ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე მოუწოდებენ ევროპის კომისიასა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS), საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კრიტიკულად შეაფასონ და ევროკავშირთან საქართველოს მიერ დადებული შეთანხმების შესრულება მოითხოვონ.

მათივე განცხადებით, ისინი საქართველოს მხარდაჭერას თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე განაგრძობენ, რისთვისაც კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს ეფუძნება. 

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრს ევროპარლამენტის საგანგებო მიმართვისთვის ამ დრომდე არ უპასუხია. გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით რომში იმყოფება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics