|
2015-04-03 10:08:18, 542 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობის“ დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა
ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში, ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობის“ (Noble Partner) დაგეგმვის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაისში დაგეგმილი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების საბოლოო დეტალების განხილვის მიზნით აშშ-ის ევროპული სარდლობის ოპერაციების დაგეგმვის მთავარი ოფიცერი, ბრიგადის გენერალი ჯონ ჰორტი საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა. დაგეგმვის კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების, გენეარალური შტაბის G3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ და I ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი შენგელიამ მიიღეს. გენერალმა ჯონ ჰორტმა ის სასწავლო ობიექტებიც მოინახულა, სადაც ერთობლივი ქართულ-ამერიკული წვრთნები გაიმართება. ამერიკელმა გენერალმა ქართველ კოლეგებთან ერთად სწავლების გრაფიკსა და განხორციელების საკითხებზეც ისაუბრა. სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ საქართველოში პირველად ჩატარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად სრულყოფილად მზადყოფნას ისახავს მიზნად. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მაისში ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორთა „ბრედლებისა“ და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)