20:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 16:21:06, 1827 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთავარი პროკურორი ივანიშვილის შოუს მონაწილეა

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“  წევრის  ირაკლი აბესაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ  დღეს გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა კიდევ ერთხელ გაამყარა  მოსაზრება, რომ მთავარი პროკურორის პირველ დღეს გაკეთებული განცხადება მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის იყო.

აბესაძის თქმით, მთავარია საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის საქმიანობაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის შესწავლა დროულად დაიწყოს.

,,დღეს, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა წინააღმდეგობრივმა მტკიცებულებებმა კიდევ ერთხელ გაამყარა მოსაზრება, რომ მთავარი პროკურორის პირველ დღეს გაკეთებული განცხადება იყო მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის და მიმართული, რომ საზოგადოებაზე მოეხდინა არასწორი ზეგავლენა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთავარი პროკურორი არის მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური შოუს მონაწილე და იმ უკანონო, ხშირად დანაშაულებრივი ზრახვების შემსრულებელი, რომელსაც ივანიშვილი იყენებს საკუთარი არაფორმალური მმართველობისას. სწორედ ამიტომ არის, რომ მთავარი პროკურორი, რომელიც დაკავებული უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენით და გამოძიებით, უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც პოლიტიკურ შოუში მონაწილის, რითაც ის არღვევს პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის არაერთ მუხლს, სჩადის დანაშაულებრივ მოქმედებებს და ამიტომაც მნიშვნელოვანია საპროკურორო საბჭომ დროულად დაიწყოს მთავარი პროკურორის საქმიანობაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის შესწავლა, რათა დადგეს მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი’’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics