16:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 16:02:52, 1395 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქოს იურისტი - დღის ბოლომდე საპატრიარქო განცხადებას გააკეთებს

პროკურატურის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ  საპატრიარქო დღის ბოლომდე განცხადებას გააკეთებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.

როგორც ქარჩავამ აღნიშნა, ეკლესიას არ აქვს საფუძველი პროკურატურის განცხადებაში ეჭვი შეიტანოს, 

რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს, ედიშერ ქარჩავას თქმით, თეთრუაშვილს არ აქვს ვერსია, რატომ უნდა ნდომებოდა მამა გიორგი მამალაძეს მისი მოკვლა.

ქარჩავას ინფორმაციით, დეკანოზის საქმეზე საპატრიარქოს 5 წარმომადგენელი დაიკითხა. ამასთან, იურისტი არ აკონკრეტებს, არიან თუ არა დაკითხულთა შორის სასულიერო პირები. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics