14:18 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 11:25:25, 3108 ნახვა

მსოფლიო
Wikileaks-ი ფარული მიყურადების შესახებ მორიგ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

Wikileaks-ი ფარული მიყურადების შესახებ მორიგ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამჯერად ორგანიზაციის სამიზნე, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტო გახდა. 

როგორც Wikileaks-ში აცხადებენ, ისინი ათასობით დოკუმენტს გაასაჯაროვებენ, რომლებიც დაზვერვის სააგენტოს მიერ ტელეფონის, ტელევიზორისა და კომპიუტერის საშუალებით მასობრივ თვალთვალს ადასტურებს. 

გამოქვეყნებული დოკუმენტების პირველი ნაწილის თანახმად, ცენტრალური სადაზვერო უწყება კომპიუტერული ვირუსების საშუალებით, Windows, Android, iOS, OSX, Linux-სა და „ინტერნეტ როუტერების” ოპერაციულ სისტემებში აღწევს. 

ეს ვირუსები ამერიკელი და ბრიტანელი სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის ივნისიდან, სამსუნგის ე.წ სმარტ ტელევიზორებისთვის სპეციალური პროგრამა დაიწერა, რომელიც გამორთულ რეჟიმში ოთახში მიმდინარე საუბარს იწერს, ჩართვის შემდეგ კი Wifi-ის მეშვეობით, მათ დაზვერვის სერვერებზე აგზავნის. iPhone-სა და iPad-სთვის საგანგებო განყოფილებაც კი შეიქმნა, რომელიც ობიექტის ადგილმდებარეობის დადგენას, მოწყობილობის ვიდეოკამერისა და მიკროფონის გააქტიურებასა და მიმოწერასთან წვდომას უზრუნველყოფდა. 

გარდა ამისა, დაზერვას Whatsapp და სხვა პროგრამების საშუალებით განხორციელებული მიმოწერის წაკითხვის საშუალება აქვს. 

მედიის ცნობით, Wikileaks-ი მოპოვებული დოკუმენტების გამოქვეყნებას ეტაპობრივად გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics