2017-03-08 09:02:38, 2364 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.4596 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4596 ლარი ღირს, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4604 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.6003 ლარი ღირს, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6048 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან