20:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 17:33:11, 2029 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ადვოკატი - სეიფი ცარიელი იყო, ხოლო თეთრუაშვილის ჩვენებებით არ მტკიცდება მამა გიორგის ბრალის მოტივაცია

დღეს მთავარ პროკურატურაში მამა გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული სეიფი გახსნეს.

როგორც დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, სეიფი ცარიელი აღმოჩნდა. 

„გაიხსნა სეიფი და იქ არაფერი აღმოჩნდა. გამოძიებას შეიძლება ეჭვი ჰქონოდა, რომ რამე ყოფილიყო, ვინაიდან მამა გიორგი სეიფის გასაღებს, ე.წ. კოდს პროკურატურას არ აძლევდა. დღეს ჩვენი თანდასწრებით, სპეციალისტის საშუალებით გაიხსნა სეიფი, თუმცა იქ არაფერი აღმოჩნდა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღესვე დაზუსტდა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა ჩვენება გამოძიებას ორჯერ მისცა.

რამიშვილის ინფორმაციით, ამ ჩვენებების მიხედვით, საქმის ძიება საერთოდ უნდა შეწყდეს.

"შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ შორენა თუთრუაშვილის ჩვენებები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რასაც აქამდე ვამბობდი, რომ თუ გონიერება ეყოფათ, ეს საქმე უნდა შეწყვიტონ. შორენა თეთრუაშვილი ჩვენებაში არავითარ ვარაუდს არ გამოთქვამს იმაზე, თუ რატომ უნდა მოეწამლა ის მამა გიორგის”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გარდა ამისა, პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს გაუთქმელობის ხელწერილის დარღვევაზე უარი უთხრა. საგამოძიებო უწყებამ წერილობით პასუხში უარის არგუმენტები არ წარმოადგინა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics