|
2017-03-07 16:19:28, 2418 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნიკოს კოძიასი: როდესაც კავკასიიდან ცეცხლს ვიპარავდით, არც ვიზა იყო საჭირო და არც სასაზღვრო კონტროლი არსებობდა
“საქართველო საბერძნეთში და ბერძენ ხალხში დიდი სიყვარულით სარგებლობს”, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან საქართველოს მოქალაქეებს ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესება მიულოცა. ამასთან, საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. „მნიშვნელოვანია ყველა ის თემა, რაზეც დღეს შეხვედრისას ვისაუბრეთ. აღვნიშნეთ, რომ ისევე როგორც საქართველო და საბერძნეთი, ჩვენი თანამშრომლობაც არის სტრატეგიული მნიშვნელობის. ჩვენ შევეცდებით, განვავითაროთ ურთიერთობები ყველა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების კუთხით. სტრატეგიული კავშირი და ურთიერთობები მრავალ მიმართულებით ნიშნავს, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროკავშირის ოჯახში შემოსვლას. რა თქმა უნდა გვსურს ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ამავე დროს, თქვენგანაც გვსურს მივიღოთ ცოდნა და გამოცდილება. დიდი სიამოვნებით გელით ათენში. მე მწამს, რომ თქვენს ვიზიტამდე კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს და გავაღრმავებთ კავშირებს სამინისტროებს შორის. ღრმად მწამს, რომ საქართველო არის ქვეყანა და ერი, რომელიც ეკუთვნის ევროპას. როგორც ხუმრობით აღვნიშნეთ, როდესაც კავკასიიდან ვიპარავდით ცეცხლს, მაშინ არც ვიზა იყო საჭირო და არც სასაზღვრო კონტროლი არსებობდა. მე ჩვენს ორ ქვეყანას შორის ღია ურთიერთობების მომხრე ვარ. ეს ურთიერთობები ათასობით წელს ითვლის. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული ურთიერთობები, როგორც ეს უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა. რა თქმა უნდა საბერძნეთიც არის ქვეყანა, რომელსაც არამხოლოდ დიდი ისტორიული წარსული გააჩნია, არამედ დღესაც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს. საბერძნეთი საერთაშორისო გამოცდილების ქვეყანაა. რომელიც ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებით. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ვუწერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გვინდა უფრო ახლოს გავიცნოთ საქართველოს კულტურა და ის დამახასიათებელი თვისებები, რითიც საქართველო ამაყობს. ჩვენ ვიწყებთ კულტურულ პროგრამებს, მაგალითად: უახლოეს მომავალში საბერძნეთში გვექნება ქართული კინემატოგრაფის კვირეული. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ უვიზო მიმოსვლის შემოღება. მართალია ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მე იმედი მაქვს, რომ ტურიზმი ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდება. რასაც ხელს უწყობს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობა და ჩვენი ქვეყნების ლამაზი ბუნება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმართმოყვარეობისთვის. იმ საინტერესო საუბრისთვის და მსჯელობისთვის, რაც დღეს გვქონდა თქვენს ლამაზ ქვეყანაში“, - განაცხადა ნიკოს კოძიასმა.
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)