20:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 16:14:48, 2229 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე კარგი ადვოკატი ჰყავს და ის საბერძნეთია

„ჩვენ გვყავს ძალიან  კარგი  ადვოკატი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის გზაზე, ეს არის საბერძნეთი და ჩვენ მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ  ამ მიმართულებით“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ  აღნიშნა, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ეს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, რაც ადასტურებს რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა.

 „ჩვენ აღვნიშნავთ 25 წლის თავს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები 25 წლის წინ არ დაწყებულა.  ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული კავშირები  და ეს ისტორიული კავშირები საფუძვლად უდევს დღეს იმ ხალხთაშორის ურთიერთობას, კონტაქტებს და ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობას  და ძალიან მჭიდრო მეგობრობას, რომელიც დღეს არსებობს.  დღეს ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგი. ორმხრივ დღის წესრიგში ჩვენ შევთანხმდით, რომ  ყველა საკითხს, რომელიც ეხება ისეთ ურთიერთობებს, როგორიც არის ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურის სფეროში ურთიერთობები, ენერგეტიკის სფეროში, ტრანსპორტის სფეროში, მეცნიერების და განათლების სფეროში ურთიერთობები ჩვენ ამ საკითხებს ყველას განვიხილავთ უფრო დეტალურად მჭიდრო თანამშრომლობით როგორც უწყებებს შორის ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს  შესაბამის დეპარტამენტების შეხვედრების ფარგლებში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონალური თანამშრომლობის  ფორმატებზე, შესაძლო სამმხრივ ფორმატებზე და ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე, რომელიც ორიენტირებულია ევროპული და ევროატლანტიკური  უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენ გვყავს ძალიან  კარგი  ადვოკატი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის გზაზე, ეს არის საბერძნეთი და ჩვენ მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ  ამ მიმართულებით“,-აღნიშნა  ჯანელიძემ.

მისივე განმარტებით, საბერძნეთის მხრიდან  ვიზალიბერალიზაცია მტკიცედ იყო მხარდაჭერილი.

 „დღესაც ვისაუბრეთ   ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე  ევროინტეგრაციის პროცესში,  ვიზალიბერალიზაცია  ძალიან მტკიცედ იყო მხარდაჭერილი  საბერძნეთის მხრიდან და ასევე სიმბოლურია, რომ ბერძენია ევროკომისარი, რომელმაც ქართველ ხალხს  მიულოცა ამ გადაწყვეტილების  მიღება.   ბატონ ნიკოს რა თქმა უნდა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ საკითხის ძალიან დიდი ადვოკატირებისთვის.   ჩვენ ვისაუბრეთ შემდეგ ნაბიჯებზე და თუ როგორ შეიძლება  გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები,  რათა გავცვალოთ უფრო მეტი  ინფორმაცია, გამოცდილება  მივიღოთ მეტი ამ  გზაზე და  როგორ მოვუტანოთ მეტი სარგებელი ჩვენს მოქალაქეებს ამ  თანამშრომლობის შედეგად“,-განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

„ჩვენ  მტკიცე  მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ,  რომელსაც  ვიღებთ საბერძნეთის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის  კუთხით  და ასევე საერთაშორისო სამართლის  და პრინციპების მტკიცე მხარდაჭერის  კუთხით. ვისაუბრეთ ზოგადად რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. საბერძნეთი და საქართველო გააკეთებს  ყველაფერს რათა შექმნილიყოს მეტი შესაძლებლობები განვითარებისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის“,-დასძინა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics