|
2017-03-07 14:07:46, 1889 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი: ე.წ. ციანიდის საქმეზე გაუთქმელობის პრინციპი დარღვეულია, ყველამ ყველაფერი იცის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე გაუთქმელობის პრინციპი დარღვეულია და ყველამ ყველაფერი იცის. დეპუტატის თქმით, გაუთქმელობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა, თუმცა გამოძიების კონფიდენციალურ რეჟიმში წარმართვა არ ნიშნავს, რომ სასამართლო ასევე, კონფიდენციალურად წარიმართება. „ყველა მტკიცებულება, ყველა არგუმენტი განსაჯაროებული იქნება. თქვენ ნახეთ, რომ აღნიშნულ საქმეზე დაფარული არაფერი დარჩა და ყველაფერი გარეთ გამოდის“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)