|
2017-03-05 18:38:07, 1594 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიშში „რუსთავი2“-ის საქმე მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიშში „რუსთავი2“-ისა და საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებაა საუბარი. უფრო კონკრეტულად, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უფლების დაცვა, ხშირად შესაბამისი არაა: „წლის განმავლობაში მოხსენებულ ადამიანის უფლებათა უმნიშვნელოვანეს პრობლემებს შორის არის დარღვევები სასამართლო სექტორში. მათ შორის ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე ზეწოლა. სხვა პრობლემები მოიცავს სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო შევიწროვებაზე საპასუხოდ არაეფექტურ მექანიზმებს. ციხეებში სტანდარტების შეუსაბამო მდგომარეობას, მედიაში პოლიტიკური დიალოგისთვის შემცირებულ სივრცეს და წამყვან დამოუკიდებელ სატელევიზო მაუწყებელზე ზეწოლის შესახებ სანდო მოხსენებებს, თავისუფალი შეკრების და გაერთიანების შეზღუდვას, სტანდარტების შეუსაბამო საცხოვრებელ პირობებს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, უმცირესობათა ჯგუფების ნაკლებ წარმომადგენლობას მთავრობაში, მუდმივ წუხილებს სამთავრობო კორუფციის შესახებ და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას მთავრობის და ყოფილი ხელისუფლების გავლენიანი პირების მხრიდან. ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოხატეს შეშფოთება მედია პლურალიზმის გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა ქვეყნის წამყვანი სატელევიზიო მაუწყებლების, მათ შორის მისი წამყვანი სადგურის, „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობისთვის დამაზარალებელ მოვლენათა განვითარებას. შეშფოთებები შენარჩუნდა მთავრობის მხრიდან ჩარევის თაობაზე ყველაზე მეტად ყურებად სატელევიზო სადგურ „რუსთავი 2“-ში, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობაში, ტელევიზიის მფლობელების შესახებ პროცესთან დაკავშირებით. ამ საქმეზე, „რუსთავი 2“ ირწმუნებოდა, რომ მთავრობა ჩართული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ივნისის გადაწყვეტილებაში, რომელმაც ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება, ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის კომპანიის მინიჭების თაობაზე. მთავრობის მტკიცების მიუხედავად, რომ საქმე კერძო მხარეებს შორის დავა იყო, სააპელაციო სასამართლოს ქმედებები ფართოდ იქნა მიჩნეული როგორც „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკულ შეხედულებებს ხშირად გამოხატავდა. მედიადამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიცია ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აგრძელებს ძლიერი გავლენის მოხდენას მთავრობასა და სასამართლოზე, მათ შორის, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე სატელევიზიო სადგურ რუსთავი 2-ის მფლობელებთან დაკავშირებით“,-ნათქვამია განცხადებაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)