15:25 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-05 18:10:52, 1751 ნახვა

საზოგადოება
ხვალ 200 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა

ხვალ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა   სამინისტრო  „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“    200  დევნილ ოჯახს საცხოვრებელ  ბინებს  გადასცემს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 100 - ერთოთახიანია, 52 - ოროთახიანი,  48 კი  სამოთახიანი. 

მათივე ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, მათ შორის  630 ოჯახს ბინები  „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ ე. წ. „ოლიმპიურ სოფელში“ გადაეცა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics