03:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-05 13:16:09, 1774 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: ე.წ. გადასასვლელების დაკეტვა გადაადგილების თავისუფლებას უხეშად არღვევს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეტევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზზე ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას ეხმაურება.

„ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამყოფ ხაზზე ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასავლელების დაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელია, უხეშად არღვევს გადაადგილების თავისუფლებას, კიდევ უფრო ზღუდავს და ამძიმებს გადაადგილების თავისუფლების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული ისედაც რთულ ვითარებას. ამასთან, ეს პრობლემებსა და სირთულეებს უქმნის არა მხოლოდ გალის რაიონის, არამედ მთელი რეგიონის მოსახლეობას. ამ გადასასვლელებზე დღეში საშუალოდ 1000-მდე კვეთა ფიქსირდება ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მიზნით. მათ შორის, იზღუდება იმ ბავშვთა უფლებები, რომელთაც სკოლებში მისასვლელად გამყოფი ხაზის გადაკვეთა უწევს და აღნიშნული შეზღუდვა ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის მათ სასწავლო პროცესში ჩართვას.

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია დე ფაქტო რეჟიმის არგუმენტი, რომ თითქოს, აღნიშნული გადაწყვეტილება „უსაფრთხოების ზომების გაძლიერების“ მიზნით მიიღეს. ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასავლელებით სარგებლობს მშვიდობიანი მოსახლეობა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ნათლად დააფიქსირა და განაცხადა სამშვიდობო პოლიტიკისა და მშვიდობიანი მიდგომების ერთგულება.  საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე მისცა მკვეთრი შეფასებები ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლების - გადაადგილების თავისუფლების უხეში დარღვევისკენ მიმართულ ამ ნაბიჯს. მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებაში ჩართულ ყველა მხარეს, გააცნობიეროს ამ ქმედების სიმძიმე პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისათვის და გადადგას ნაბიჯები არა გართულების, არამედ გადაადგილების შესაძლებლობების შემდგომი გამარტივებისაკენ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics